უკაცრავად, რომელი ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები?, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას – კეთდებოდა თუ არა მის დროს ფარული ჩანაწერები.
“რა თქმა უნდა, კეთდებოდა, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირად ცხოვრებაზე?
ზოგადად ლაპარაკი ადვილია. ეს არის სპეკულაცია. ფაქტია, რომ ივანიშვილმა გაავრცელა. ცხრა წელი ვიყავი ხელისუფლებაში, ერთი შემთხვევა არ ყოფილა რომ სადმე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიით გავრცელებულ იყო ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მოვიდა ივანიშვილი და მოქოქა ეს სისტემა. ეს არის რეალობა.
ეს ჩანაწერები აშკარად შემდგომი პერიოდისაა და მეორე, რომც რა თქმა უნდა, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”.- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.