LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა საქმე ეხება მის საქმიანობას, ჩემი შვილი დაუნდობელი ხდებოდა ხოლმე” – გიული ალასანია ღარიბაშვილს პასუხობს და ივანიშვილთან შეხვედრასაც იხსენებს

329
BeFunky-collage (5)

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შევხდი ერთადერთხელ, დერეფანში ხელი ჩამოვართვი და მადლობა ვუთხარი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

გიული ალასანიას თქმით, ეს 2003 წელს დაარსებულ ფესტივალს ეხებოდა, ხოლო უშუალოდ შეხვედრა 2005 წელს შედგა. საკითხის ირგვლივ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“საერთოდ, მახსოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა და საკმაოდ, ნასიამოვნები იყო ხოლმე”. – აღნიშნა გიული ალასანიამ და დასძინა, რომ არამხოლოდ ამჟამინდელი პრემიერი, არამედ პროექტში “ჩვენებურები” არაერთი ადამიანი იყო ჩართული.

ალასანია იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილთანაც ერთხელ შედგა კომუნიკაცია, რომელიც ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.

“ქართუ ფონდთან ჩვენი უკანასკნელი კონტაქტი 2012 წელს იყო და ამით დასრულდა. 2013 წელს საიუბლიეო თარიღი გვქონდა. განმუხურში გვქონდა ძალიან დიდი კონცერტი, რომელსაც ბევრი უცხოელი ესწრებოდა. “ქართუმ” მაშინ აღარ მიიღო მონაწილეობა”- ამბობს გიული ალასანია.

მისივე თქმით, ქართუ ფონდი თავად გამოთქვამდა სურვილს, მათი პროექტები დაეფინანსებინა.

“გვითვლიდნენ, მოდიოდა წინადადება, ძალიან კარგია, წარმატებულია [პროექტი] და რატომ არ ჩავატაროთ… ნამდვილად კარგი საქმე კეთდებოდა და თანხები სიამოვნებით შემოქონდათ ხოლმე. მახოვს, ძალიან მასშტაბური პოროექტი, რომ ჩავატარეთ, დაფინანსება იყო 18 000 დოლარი”.

ამასთან, გიული ალასანიას შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება გაზვიადებული იყო.

“თუ ამ სტუმრობაში იგულისხმება მათი მონაწილეობა, ეს სწორია, ვგულისხმობ ფინანსურ დახმარებას, რაც იყო. ისე ერთადერთხელ შევხვდი და ისიც დერეფანში”.

რაც შეეხება შეკითხვას, ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება, გიული ალასანიამ ასე უპასუხა:

“ვინმეს მიმართ კარგად თუ ვიყავი განწყობილი და ვინმეს მიმართ სიკეთე თუ მინდოდა, იმის სახელი არ უნდა მეხსენებინა ჩემს შვილთან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც შვილი არის იდეალური. როცა საქმე ეხება მის საქმიანობას, დაუნდობელი ხდებოდა ხოლმე ჩემი შვილი. შეიძლებოდა მოჩვენებოდა, რომ მე რაღაცას ვცდილობდი იმ ადამიანისთვის. სულ ვცდილობდი არავინ მეხსენებინა მასთან“- განაცხადა ალასანიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g