LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უკანასკნელი სურვილი აუსრულეს ოჯახის წევრებმა კობა დავითაშვილს

1315
kobadavitashvili201210

ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში კობა დავითაშვილის ცოლისდა, ხათუნა ბიწაძე გარდაცვლილი პოლიტიკოსის შესახებ საუბრობს და მისი უკანასკნელი სურვილის შესახებაც წერს.

ხათუნა ბიწაძე აღნიშნავს, რომ კობა დავითაშვილის უკანასკნელი სურვილი მისი სოფელში დაკრძალვა გახლდათ:

„სოფელში, სადაც მისი პაპები არიან დაკრძალულები, წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძარია. ეს ტაძარი კობამ საკუთარი ხარჯით აღადგინა, გადახურა. ამაზე არ ლაპარაკობდა, ამ საქმით თავს არ იწონებდა, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენად არ ცდილობდა. დღეს ტაძარია მოქმედია. ცუდად რომ იყო, ამბობდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ იქ დამკრძალავენო. კვირას ტაძრის ეზოში დავკრძალეთ. ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულეთ“.

ხათუნა ბიწაძე ამავე ინტერვიუში იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბერს, რომელიც ოჯახისთვის ყველაზე მძიმე დღე იყო: „ეს ყველაზე ტრაგიკული დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ხანგრძლივი ძიების მიუხედავად, კობა ვერ ვიპოვეთ. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ნაცემი ადამიანები ქალაქგარეთ გაჰყავდათ და იქ ტოვებდნენ. თბილისის გარშემო, 15 კილომეტრის რადიუსში სადმე გზა და საცალფეხო ბილიკი თუ გადის, ყველა შემოვლილი გვქონდა. გამთენიისას, როცა ხმა გავრცელდა, რომ კობა დავითაშვილი გარდაიცვალაო, გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში იყო“, იხსენებს კობა დავითაშვილის ცოლისდა. ცნობილია, რომ სწორედ ამ მოვლენების შემდეგ განუვითარდა პოლიტიკოსს მძიმე დაავადება. ის გერმანიაში აპირებდა მკურნალობის გაგრძელებას, თუმცა სამწუხაროდ, არ დასცალდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g