„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან Instagram-ის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს და როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით დატოვა.
როგორც ხაბეიშვილმა ambebi.ge-ს უთხრა, მისი შტატებში ვიზიტის შესახებ საჯაროდ და ღიად ისაუბრა და ამაზე გასაგებად ახსნა, შეუძლებელია:
„ივნისში ვთქვი, ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რომ რისკები დავაზღვიო და რის გამო მიწევს ამის ახსნა.
ლევან ხაბეიშვილი: „მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება“
„შეგიძლიათ ნახოთ, რა ღირს პროდუქტები, ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც სანქციებისა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შედეგად მოსალოდნელია, რომ მოხდეს.“
აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ვიქნები პროცესებში (როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე, რომ აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
– ლევან, ვიცით, რომ თქვენი ძმა წლებია მანდ ცხოვრობს, თითქოს ამიტომ საუბრობდნენ რომ მასთან გადახვედით საცხოვრებლად.
– რა უხერხულია, ამის შემდეგ, რომ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო.
როგორც ambebi.ge წერს, ხაბეიშვილმა დიალოგი ამ საუბრით დაასრულა და მაისის აქციების დროს, მისი სასტიკად ცემის კადრი გამოგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, აქციაზე პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემეს. მაშინ ჯერ კიდევ ენმ-ს თავჯდომარის პოსტს იკავებდა.
8 ივნისს ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. იგი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილი ენმ-მ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩია.