LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გავითვალისწინოთ მძიმე მარხვის ბოლო დღეებში, როდესაც ადამიანები მხოლოდ პურზე, წყალსა და ღვინოზე არიან – ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გვირჩევს, როგორ გადავანაწილოთ კვების რაციონში პური, რა სიხშირით დავლიოთ წყალი და რა რაოდენობით არის რეკომენდებული წითელი ღვინო?

256
შოთა ჯანჯღავა

რა უნდა გავითვალისწინოთ მძიმე მარხვის ბოლო დღეებში, როდესაც ადამიანები მხოლოდ პურზე, წყალსა და ღვინოზე არიან? როგორ უნდა გადავანაწილოთ კვების რაციონში პური, რა სიხშირით უნდა დავლიოთ წყალი და რა რაოდენობითაა რეკომენდებული წითელი ღვინის დალევა?– ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ საკუთარი რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა.

სპეციალისტი ამბობს, რომ მარხვის პერიოდში პურით ჩვენ ვიღებთ B ჯგუფის ვიტამინებს, 1 ჭიქა წითელი ღვინო კი ჩვენთვის ენერგიის წყაროა, რადგან ნახშირწყალს ანუ გლუკოზას შეიცავს.

რაც შეეხება წყალს, ექიმი ამბობს, რომ აუცილებელია 2 ლიტრამდე წყლის მიღება:

„ამ დროს ჩვენი ორგანიზმი გარკვეულ ნივთიერებებს ვერ იღებს, მაგალითად როგორიცაა ცილები, ღვინით ჩვენ ვიღებთ ნახშირწყალს ანუ გლუკოზას, რაც ენერგიისთვის გამოიყენება.

პურით ჩვენ ვიღებთ B ჯგუფის ვიტამინებს და წყალი, რომელიც აუცილებელია.

წყალი არის გადამწყვეტი ასეთ შემთხვევაში, რომელიც მინიმუმ 1.5 -2 ლიტრი უნდა მივიღოთ. პურის მიღებას რაც შეეხება გადავანაწილოთ 4-5 მიღებაზე მცირე ულუფებით, რადგან ერთბაშად ბევრი პური არ მივიღოთ.

ღვინოს რაც შეეხება, 1 ჭიქა ღვინო სრულიად დაშვებულია, ძირითადად ჯობია საფერავი თავის შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ თუ არაა საფრვი სხვა წითელი ღვინო შეგვიძლია მივიღოთ, რაც ორგანიზმს აძლევს ენერგიას და ამ შემთხვევაში რაც ჩვენ საკვებიდან ვერ მივიღეთ ენერგიის სახით პური და ღვინო გვაძლევს ამ ენერგიას მინიმალურად მაინც რაც აუცილებელია მარხვის ბოლო დღეებში“, – ამბობს სპეციალისტი.

magti 5g