რატომ სჭირდება ვენახს საყრდენი სისტემა? – მისი როლი და მნიშვნელობა
ვაზის დასარგავად თუ უკვე გაშენებული ვენახისთვის ახალი ნერგების შესამატებლად, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. თუმცა, ნიადაგის სწორად შერჩევისა და დამუშავების გარდა, ახალშენი ვენახისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საყრდენი სისტემის მოწყობაა.
რა როლს ასრულებს ის ვაზის განვითარების პროცესში და რა არის მისი მოწყობის ძირითადი პრინციპები? – სტატიაში სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.
ვენახის საყრდენი სისტემის მნიშვნელობა
სწორად მოწყობილი საყრდენი უდიდეს გავლენას ახდენს ვენახის განვითარების პროცესზე – ის ხელს უწყობს მიწისქვეშ ფესვთა ძლიერი სისტემის განვითარებასა და მიწისზედა ნაწილების სწორად ფორმირებას, რაც აძლიერებს მცენარის სასიცოცხლო უნარებსა და სავეგეტაციო ძალას.
საყრდენი სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ ვაზის ნერგები, ყლორტები, ფოთლები თუ ნაყოფი ვენახის მთელ ზოლში სწორად და თანაბრად გადანაწილდეს. ეს უზრუნველყოფს ვაზის ცალკეულ ნაწილებში ჰაერის უკეთ მოძრაობასა და მათზე მეტი მზის სხივის მოხვედრას. ამასთან ერთად, საყრდენი იცავს უკვე გაზრდილ ღეროებს გადატეხისაგან, ხოლო ნაყოფს მიწაზე მოხვედრისა და დალპობისაგან.
საყრდენის სისტემის მოწყობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი
საყრდენი სისტემებიდან ყველაზე გავრცელებული ე.წ. შპალერის მოწყობის მეთოდია, რომლისთვისაც საყრდენ ბოძებს, ჭიგოებსა და მავთულებს იყენებენ. საწყისი ანუ საყრდენი ბოძები ვენახის ზოლის თავსა და ბოლოში იდგმება. ის სხვა ბოძებთან შედარებით, უფრო დიდი ზომისა და მყარია. უშუალოდ ცალკეული ვაზის ძირებში კი, დაახლოებით, 5-6 მეტრის დაშორებებით, შუა ბოძები მონტაჟდება. ბოძებს შორის გადაიჭიმება მავთულები, რომლებზეც მცენარის ცალკეული ნაწილები ნაწილდება. ჭიგოები უშუალოდ ნერგის დასაფიქსირებლად გამოიყენება, რათა მას ჰქონდეს მეტი სიმყარე და სწორად მოხდეს მისი ფორმირება.
რა მასალისგან მზადდება საყრდენი ბოძები და რა არჩევანი გვაქვს ქართულ ბაზარზე?
საქართველოში ვენახის ბოძების დასამზადებლად, უმეტესად, ხე ან ბეტონი გამოიყენება. თუმცა, ახლახან ქართველი მევენახეებისთვის გაცილებით გამძლე ალტერნატივა გამოჩნდა. სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ ვენახის ინვენტარის დამზადება დაიწყო.
„ნოვას“ ახალი მიმართულება საყრდენის სისტემის ბოძებსა და ჭიგოებს მოიცავს. ისინი მოთუთიებული ნაგლინისგან მზადდება (თუთიის დაფარვა Z275). თუთიის მაღალი დაფარვა ინვენტარს კოროზიისგან ანუ გარემო პირობებით გამოწვეული დაზიანებებისგან იცავს. შესაბამისად, ეს მასალა ხეზე გაცილებით გამძლეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამასთან ერთად, საწყისსა და შუა ბოძებზე დატანილია სპეციალური ჭრილები, რომელთა დახმარებითაც მათ შორის მავთულების გაბმას და ვენახის საყრდენი შპალერის მოწყობას ამარტივებს.
„ნოვას“ ვენახის ინვენტარის შეძენა მის მეგაცენტრებში ან ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.
R