ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ ბუნებრივი აირის გამოყენებისას.
უწყების ცნოით, ბუნებრივი აირის გამოყენებისას უნდა იცოდეთ:
❗️ კატეგორიულად დაუშვებელია გაზზე მომუშავე მოწყობილობების დამონტაჟება სააბაზანო ოთახში;
❗️ გაზის გაუმართავი ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე თუ სავენტილაციო არხების მოხმარებისას შესაძლებელია მომწამვლელი CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო და სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია;
❗️ გარემოში CO-ს 0,5 პროცენტით დაგროვება 20 – 30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1 პროცენტის შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს.
იყავით ყურადღებით:
თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს ბინაში გაზის დანადგარები არასწორადაა დამონტაჟებული, მიმართეთ თქვენს მომსახურე გაზის გამანაწილებელ კომპანიას.
ვიდეორგოლი დამზადებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით: