LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უსაყვედურა პირდაპირ ეთერში ქრისტინე იმედაძემ ბახვა ბრეგვაძეს: „თურმე ჩემი ბავშვობის მეგობარი რეჟისორია და არც ერთი კლიპი არ გადაუღია ჩემთვის…“

2421
ქრისტინე და ბახვა

ქრისტინე იმედაძემ მადრიდის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ბახვა ბრეგვაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად „სხვა შუადღის“ ეთერში მიიწვია და როდესაც მის წარმატებაზე საუბრობდა, როგორც რეჟისორზე, რომელმაც პრესტიჟული პრემია მიიღო, დანანებით აღნიშნა:

„ბახვადან უნდა დავიწყო, იმიტომ, რომ გაოცებული ვარ – არ ვიცოდი, თურმე ჩემი ბავშვობის მეგობარი რეჟისორი ყოფილა და არც ერთი კლიპი ჩემთვის არ გადაუღია, არც ერთ რეკლამაში არ გადავუღივარ…“

ბახვამ აღნიშნა, რომ ჯერ იმეცადინა, ჯილდო მოიგო და ახლა მოვიდა ქრისტინესთან.

ვიდეო: ქრისტინე იმედაძე ულამაზეს საცურაო კოსტიუმში აუზთან პოზირებს

„შეუძლებელია არსებობდეს შენი მსგავსი ადამიანი“ – ბახვა ბრეგვაძე იუბილარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები