LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უთხრა რობერტ დე ნირომ ანდრო მჭედლიძეს და რით გააოცა ის საკუთარმა თავმა ამერიკაში

1261
59cb810c-e1db-4e33-bd61-24cc73a576a7

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული სატელევიზიო კარიერა ჰქონდა „რუსთავი 2“-ზე, გადაწყვიტა, რომ სიახლეების დრო იყო და სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რასაც ბევრი თავბრუდამხვევი ამბავი, გამოწვევა და აღმოჩენა მოჰყვა. საკუთარ თავგადასავალს ანდრო მჭედლიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უამბობს.

ანდრო მჭედლიძე: წელიწად-ნახევარია, რაც ამერიკაში ვარ. თავდაპირველად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადმოვედი. აქ ვსწავლობ, პარალელურად კი, ბევრ საინტერესო პროექტში ვარ ჩართული. აქაც ვაგრძელებ იმას, რითაც საქართველოში ვიყავი დაკავებული, მაგრამ ტელევიზიაში – არა. ვგულისხმობ სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციას, ქართულიდან ამერიკულ კომპანიებზე გადმოვინაცვლე, ანუ, ანდროს ამერიკული ვერსია გავხდი (იცინის).

– ახლა მოვყვეთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდი მეგობართან შეხვედრაზე წასული „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების გარემოცვაში?

– ასე გამოვიდა, ამ ვახშამზე რობერტ დე ნირო და მარტინ სკორსეზე იყვნენ, ლედი გაგამ კი იმღერა. სწავლის პარალელურად, „ქოფი ბარში“ ვმუშაობდი, რომელიც დილის 7 საათზე იღება. მე ღამის ორ საათზე ვიძინებ და მოკლედ, ერთ დღესაც ავდექი ძალიან გამოუძინებელი, დილით ვიმუშავე და საღამოს მეგობარმა მეგობრულ ვახშამზე დამპატიჟა. საერთოდ არ ვიცოდი, ჩემი მეგობრის გარდა იქ ვინ დამხვდებოდა. მივედი, ვხედავ, ძალიან დიდ გალა ვახშამს, ბევრი ცნობილი სტუმრით, მათ შორის, რობერტ დე ნიროს, თავისი ოჯახით. თურმე, ეს საღამო მათ ერთ-ერთ მეგობარს ეძღვნებოდა. სხვათა შორის, რობერტ დე ნირომ სიტყვა წარმოთქვა და ისიც დაამატა, რომ ხუთი წლის შემდეგ ამ საღამოს პირველად გამოვიდა ასე საჯაროდ სიტყვით. წარმოიდგინეთ, გვერდზე მიზის დე ნირო, ოთხი ადგილის გამოტოვებით. მართლა შოკში ვიყავი, ჩემი აზრით, ჩვეულებრივ „დეითზე“ მივედი და მაგიდასთან დე ნიროს ვხედავ, ხვდებით რა დამემართებოდა?! უზარმაზარი მაგიდა იყო, უამრავი სტუმრით და იქვეა დე ნიროც (იცინის). ვერც აღვწერ, რა დამემართა. მეგობარი დამეხმარა, რომ მელაპარაკა კიდეც მასთან და ძალიან გამიხარდა, როცა მითხრა, საინტერესო ადამიანი ხარო. ჩემი მიზნის შესახებაც ვუთხარი და მითხრა, აქ ყველა ადამიანი ამ მიზნით ჩამოდის, მთავარია, შენ მიხვდე, რატომ უნდა იყო შენ და არა სხვებიო.

მგონია, რომ ამით ყველაფერი ამოიწურა, ხიბლში ვარ, თავს წარმოუდგენლად ვგრძნობ და ამ დროს, ვხედავ, მარტინ სკორსეზე გამოდის სიტყვით. მართლა შოკში ვიყავი, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ალბათ, მარტივად თუ ვიტყვით, ეს ნიუ-იორკია. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, გაიღვიძო დილის 7 საათზე და ყავას აკეთებდე, ხეხავდე ან სხვა, ნებისმიერი საქმით იყო დაკავებული და საღამოს „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების გარემოცვაში ივახშმო.

როგორც ვთქვი, ლედი გაგაც იყო. მოწვეული სტუმარი გახლდათ, მანაც სფიჩი წარმოთქვა და წაიმღერა კიდეც.

ისეთი ბედნიერი ვიყავი, მას შემდეგ კარგა ხანი აღარ მომიწყენია (იცინის). იცით, ეს რამხელა მოტივაციაა? ასეთი რამ უცებ რომ დაგეცემა თავს, ეს კიდევ სხვა ამბავია. რომ მცოდნოდა იმ საღამოს ასეთ ადამიანებს შევხვდებოდი, მოვკვდებოდი ნერვიულობით, ათას დეტალზე ვიფიქრებდი და უცებ რომ ხდება, ეს სხვა სიხარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g