LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ და რომელი ვაქცინებია ეფექტური ახალ შტამთან მიმართებაში – გიორგი ფხაკაძის განმარტება

291
Workers wearing personal protective equipment (PPE) walk through a departures hall of Narita Airport in Narita, Chiba Prefecture, Japan, on Friday, Feb. 12, 2021. The Japanese government is planning to keep the state of emergency in the 10 prefectures despite earlier reports that it was considering lifting it in some areas on Friday. Photographer: Akio Kon/Bloomberg

კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა გამართა, სადაც სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯანმომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“.

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ წერს და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.

“გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდის ვარიანტი B.1.1.529 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით. ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%

სად არის გავრცელებული ახალი ვარიანტი:

  • სამხრე თაფრიკა
  • ბოტსვანა
  • ნამიბია
  • ბელგია
  • ლესოტო
  • ესვატინი
  • ზიმბაბვე
  • ჰონგკონგში (ჩინეთი)
  • ისრაელი
  • ეგვიპტეში
  • თურქეთში

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!

ნახეთ თანდართული გრაფიკა, საკმაოდ ნათელია რატომ არის მთელი მსოფლიო პანიკაში”

ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში, შესაძლოა ახალი მუტანტი დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს.

არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი

შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში. სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჯამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.

რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ ახლა?

დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონიამ, და ჰოლანდიამ. სინგაპური, იტალია, საფრანგეთი და ისრაელი ასევე გააწითლეს მოზამბიკი.

დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:

  • ნამიბიიდან
  • ლესოტოდან
  • ესვატინიდან
  • ზიმბაბვედან
  • ბოტსვანადან
  • მოზამბიკიდან
  • სამხრეთ აფრიკიდან
  • ჰონგკონგიდან (ჩინეთი)

რა უნდა გააკეთოთ თქვენ?

მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები, დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით, არ გადადოთ,

ჯანმრთელობას გისურვებთ …”,-წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g