LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვითარებაა სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში?

54

სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში ვითარება, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და მიმდინარე წელს ამ ტიპის დაწესებულებებში კრიტიკული დარღვევები არ გამოვლენილა. ამის შესახებ ”ფორტუნას” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათი თქმით, სკოლები და ბაღები სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და მათი შემოწმება სისტემატურად ხდება.

”მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების უკვე 400-მდე შემოწმება გვაქვს გაკეთებული. ამ დაწესებულებებში კრიტიკული შეუსაბამოებები პრაქტიკულად არ გამოვლენილა. 2014 წელთან შედარებით, ვითარება რადიკალურად გამოსწორებულია”, – განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს გარკვეული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი 4 სკოლის ბუფეტს შეუჩერდა. მიმდინარე წელს კი მსგავსი მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g