ნეიმარი ”ბარსელონაში” ლიონელ მესიზე მეტს მიიღებს.
თუმცა ეს დროებითია.
პარასკევს ”ბარსელონა” ბრაზილიელთან ოფიციალურად გაახანგრძლივებს კონტრაქტს. ”მარკას” ინფორმაციით, ნეიმარი 15 მილიონ ევროს მიიღებს პლუს 10 მილიონს ბონუსების სახით, რასაც ფეხბურთელი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ჩაიჯიბავს. ჯამში, ნეიმარი სეზონში 25 მილიონს აიღებს, ხოლო მესის ხელფასი 22 მილიონია.
უახლოეს ხანში ”ბარსელონა” აპირებს ლეოსაც გაუგრძელოს კონტრაქტი და ჯამაგირიც გაუზარდოს.
ნეიმარი ”ბარსაში” 2013/14 წლებიდანაა. კატალონიელთა რიგებში ბრაზილიელმა 149 მატჩი ითამაშა და 90 გოლი გაიტანა.