LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც ახლა გურიაში ხდება არის სტიქია არაპროგნოზირებადი შედეგებით!“ – რას წერს ვიკა ფილფანი

305
ვიკა ფილფანი (1)

ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გურიაში მიმდინარე დიდთოვლობას ეხმაურება.

როგორც ფილფანი აღნიშნავს, რაც ახლა გურიაში ხდება არის სტიქია არაპროგნოზირებადი შედეგებით.

„მოხალისეობაც ძალიან საფრთხილო და საყურადღებოა!“ – გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები ერთიანდებიან

„რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს 4 დღის წინ? ამინდის პროგნოზში ჩაეხედა, ნალექი განესაზღვრა და ყველა სოფელში გზის გამწმენდ ტრაქტორს ემუშავა სისტემატურად რომ არ მომხდარიყო გზების ჩაკეტვა.

(2 მეტრამდე თოვლის წმენდას 4-ჯერ მეტი დრო უნდა)

მოემარაგებინა ყველა ოჯახი საკვებით, წყლით, მედიკამენტებით და შეშით.

ავარიული სახლებიდან გამოეყვანა ხალხი და მოეთავსებინა სასტუმროებში.

ვინაიდან ეს ყველაფერი დაგვიანებულია

რას უნდა აკეთებდეს ახლა?

მთელი საქართველოს სამაშველოს ბაზებიდან მოხსნას ნახევარი დანაყოფი და გაუშვას სტიქიის ზონაში.

ჯარი გაუშვას სტიქიის ზონაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადაერთოს საგანგებო მუშაობაზე: დაამობილიზოს საკოორდინაციო ჯგუფი ოზურგეთში, რომელიც უხელმძღვანელებს სამაშველო/საევაკუაციო ოპერაციებს ადგილზე.

სახელმწიფომ უნდა მოიხმოს ყველა მთამსვლელი, ყოფილი მაშველი, თოვლში გამოცდილი ადამიანი.

საქმეში ჩაერთოს თერმული დრონები, მეზვავეები.

სამაშველო ოპერაციის დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს სახლების ლოკაციები სადაც დადასტურებულადაა მაცხოვრებელი (ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით).

სამაშველო ვერტმფრენი 24/7 უნდა ელოდოს ამინდის ფანჯარას სტიქიის ზონის მიმდებარედ.

თუ ამას არ აკეთებს სახელმწიფო, რას ვაკეთებთ ჩვენ?

არ დაგვავიწყდეს რომ არის სტიქია, სტიქია საფრთხის შემცველია ყველასთვის ვინც არ იცის მასთან გამკლავება.

ყველა ვინც გადაწყვეტს მოხალისე მაშველად წასვლას უნდა ჰქონდეს მინიმუმ დიდი თოვლისთვის შესაფერისი აღჭურვილობა და თოვლზე გადაადგილების ცოდნა.

ზუსტად შეაფასოს მისი შესაძლებლობა რამდენ კილომეტრზე შეძლებს დატვირთული ჩანთით, მაღალ თოვლზე, მინუს გრადუსში სიარულს, იცოდეს რუკის კითხვა და ტერიტორია სადაც მიდის შეისწავლოს რათა ზუსტად მივიდეს სამიზნემდე და თავად არ გახდეს საშველი.

ახლა ყველაზე დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ მთამსვლელებს, მოლაშქრეებს და ოფროადერებს!!!!

საკვების და საჭირო რესურსების მობილიზებაში მონაწილეობა ყველას!“ – წერს ვიკა ფილფანი.

ვიდეო: „წყალზე, შუქზე და გზაზე აღარაფერს ვამბობ, საკვები პროდუქტიც გვეწურება, ბოლო წიწიბურას ვხარშავ, იქნებ გამოგვიგზავნოთ სამაშველო ერთ ადამიანს დავაბარებთ ყველაფერს“ – მოქალაქე ოზურგეთიდან მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g