LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც არ უნდა განსჯის საგანი იყოს, ტექნიკური მხარე და პერსონალი მოწოდების სიმაღლეზეა – თამუნა თანდაშვილი Georgian Airways-ის ინციდენტზე

113
ipiccy-image

„რაც არ უნდა განსჯის საგანი იყოს სერვისის და ხარისხის ნაწილი, ტექნიკური მხარე და ტექნიკური პერსონალი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება „ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი ავიაკომპანია Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდის ინციდენტს, რომელსაც აფრენისას ტექნიკური პრობლემა დაუფიქსირდა და დედაქალაქის ცაზე 2 საათიანი ფრენის შემდეგ, უკან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაჯდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, როცა საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არავისთვის არის ნოუჰაუ. ავიაციაში- რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პირდაპირ მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, ყველაზე უკეთ იციან ამის შესახებ. ძალიან ჰგავს სამედიცინო სფერო ავიაციას ამ მხრივ.

მრავალწლიან გამოცდილებაზე, მაღალპროფესიონალურ სტანდარტებსა და რეგულაციებზე, პროტოკოლებზე აწყობილი მთელი ინდუსტრია – ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია მსოფლიოში. ფაქტი ჯიუტია!

მეც მიმუშავია ავიაკომპანიაში, რომელსაც ტექნიკური გაუმართაობა შეემთხვა და კარგად ვიცი, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. რაც არ უნდა განსჯის საგანი იყოს სერვისის დ ხარისხის ნაწილი, ტექნიკური მხარე და ტექნიკური პერსონალი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა, სხვანაირად თანამდროვე საავიაციო სამყაროში ვერ იარსებებ. არავინ მოგცემს ფრენის უფლებას. რაც სიმართლეა უნდა ითქვას ობიექტურად.

ვინ არის პილოტი, რომელმაც დღეს თვითმფრინავის დაშვება შეძლო და 180 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

"ფოტოზე "აირზენას" ერთ-ერთი ეკიპაჟია, თუმცა ბატონი თემურის ფოტო ასე ცალკე არსად არის გამოქვეყნებული", - წერენ სოციალურ ქსელში.

ექსტრემალურ სიტუაციაში პროფესიონალი აკეთებს თავის საქმეს და დანარჩენების მოვალეობაა, იზრუნონ მგზავრებისა და მათი ახლობლების სიმშვიდეზე, არ შექმნან პანიკა და დესტრუქცია. მედიასა და კომუნიკაციას ასევე  დიდი როლი აქვს ამ დროს და პასუხისმგებლობაც.

პროფესიონალი თუ არ ხარ, ავიაციაშიც არ უნდა იყო. შენი პირდაპირი მოვალეობაა მიყვე პროტოკოლს და ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთო სიტუაციის სამართავად. როგორც საბედნიეროდ მოხდა.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მეტი სამუშაო გვაქვს მედიასთან, მეტი კომპეტენტური ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ და ერთად ვიზრუნოთ სფეროს ცნობადობის გაზრდის და კომუნიკაციის სტანდარტების დასაცავად, იმ შიშისა და პანიკის დასაძლევად, რაც გუშინ მოედო სრულიად ქვეყანას“, – განმარტავს „ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g