LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე, ინეზა და მამაო შარშან ამ დროს თეთრ კედლებს ვეხეთქებოდით…მაინც ამოვყვინთეთ – თამუნა თანდაშვილი კოვიდინფიცირების რთულ პერიოდს იხსენებს

142
თამუნა თანდაშვილი

„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელმაც გასულ წელს კორონავირუსი ორჯერ რთულად გადაიტანა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ რთულ პერიოდს იხსენებს, რომლის გავლაც კოვიდინფიცირების პერიოდში მოუწია.

თამუნა თანდაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს: “მე, ინეზა, მამაო – ხვალიდან სახლში… ვსუნთქავთ!!! ცოცხლები ვართ ხალხნო… გულით გთხოვთ აიცერით”

თამუნა თანდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: “ვიტალი წავიდა, ბევრი იბრძოლა, იწვალა კიდეც, ყველა ორგანომ უმტყუნა…”

თამუნა თანდაშვილი: „დღეს დილით პანიკაში გავიღვიძე, საავადმყოფო მესიზმრებოდა მთელი ღამე, წამალი დეფიციტში, გულიკო, ნანა, ვკივი…“

„გულის კუმშვით ვხსნი ყოველ დღე ფეისბუქის მემორის, სადაც შარშანდელი კოვიდთან ომიანობის ქრონიკები მხვდება…

ამ გადმოსახედიდან მაზანზარებს, გარეთ რა პირშეკრული გულშემატკივრობა ყოფილა.

გუშინ Tayona Bagdavadze მითხრა, შენ ვერ ხვდები ალბათ მაგრამ იმდენმა ხალხმა ვინერვიულეთ შენზე რომ გეცოცხლა, და ასეთი გაერთიანებული ხალხი რამე სურვილში იშვიათად მინახავსო-ცოტა შემრცხვა … ყოველ დილით ღმერთს მადლობას რომ ვეუბნები, საკუთარი სიცოცხლისთვის და იგივე სიკეთეს არ ვუსურვებ ყველას ვისაც 1 ფიქრი მაინც მოუვიდა თავში არ მოკვდესო, კიდე იცოცხლოს იცინოს იმაიმუნოს იხუმროს და არ დანებდესო.

მერეც ბევრი განსაცდელი შემხვდა, ცხოვრების მკაცრმა სილებმა მირტყა მარჯვნივ-მარცხნივ მაგრამ..

მაგრამ წაგებული ომები, როდის მერე აშინებთ ნამდვილ მეომრებს, სიცოცხლის და სიყვარულის მოყვარულ ადამიანებს!

მე, ინეზა და მამაო შარშან ამ დროს თეთრ კედლებს ვეხეთქებოდით
მაინც ამოვყვინთეთ
მადლობა“, – წერა თამუნა თანდაშვილი.

თამუნა თანდაშვილი: „გადავიტანე რამდენიმე ძალიან მძიმე ვირუსი, მენინგიტი, ღორის გრიპი, შემდეგ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც კოვიდი დაემართა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები