LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა თანდაშვილი: „დღეს დილით პანიკაში გავიღვიძე, საავადმყოფო მესიზმრებოდა მთელი ღამე, წამალი დეფიციტში, გულიკო, ნანა, ვკივი…“

383
თამუნა თანდაშვილი

თამუნა თანდაშვილი, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ კოვიდი ძალიან მძიმედ გადაიტანა, სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ სტრესის შესახებ წერს, რომელიც კლინიკაში ყოფნისას მიიღო:

„ფეისბუქში“ ითვლიან დილიდან – ვის არ გადაუტანია კოვიდი?!

კარგად ყოფნას ერთად ყოფნა სჭირდება.

2 წელია, მარტოობაში გვამყოფებს შიში.

და კიდევ უფრო ზრდის ჩვენსა და ბედნიერებას შორის დისტანციას.

შიშმა წაგვართვა ბევრი ადამიანი ფიზიკურად და მანძილით…

მანძილი დედამიწასა და გაუგებარ „იქაურობასთან“ ისე შემცირდა, ისე დაპატარავდა, იმდენად ყოველდღიურობა გახდა – ტრანსპორტში ჩაჯდომას ვეღარ ვასწრებთ, ნახვამდის გარეშე მიქრიან, დაბერების გარეშე, ჩახუტების გარეშე…

უნდა მოვეჭიდოთ მყარად საგნებს, ერთმანეთს და გავუძლოთ ყანყალს – ვფიქრობთ ჩვენთვის და მერე ყოველდღიურობა ხრამში გვლეწავს.

დღეს დილით პანიკაში გავიღვიძე, საავადმყოფო მესიზმრებოდა მთელი ღამე, წამალი დეფიციტში, გულიკო, ნანა, ვკივი, ავდგები, სხვა დაწვეს, ვიცი, როგორ გავძლო…

ინეზა კარგად არის, მაგრამ წუწუნებს, ვიტალის ვერ ვუშველეთ, გაუშვით ცოდოა, საკამოტოს ვერ ვრთავ, არადა, სიპაპით ისე ვერ ვსუნთქავ, რიტმი მჭირდება, ექთნები, შორენა, ჩქარა, დღეს ვინ მორიგეობს – და მეღვიძება ნანერვიულებს, ნაომარს, ფბ-ში ითვლიან გადაუტანელებს…

ღმერთო, შენ დაგვიფარე ამ არსებული და გამოყოლილი შიშებისგან, ვისაც კბილით არ უჯიჯგნია სიცოცხლე, ყოველდღიურ ინტრიგებში ნუ ჩაგვითრევთ ამ ნაბრძოლ ხალხს, ავღანეთის ომგამოვლილი სტრესებიან ადამიანებს სიცილი, ჩახუტება და თანადგომა სჭირდება

კარგად ყოფნას, ერთად ყოფნა სჭირდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები