LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა თანდაშვილი: „გადავიტანე რამდენიმე ძალიან მძიმე ვირუსი, მენინგიტი, ღორის გრიპი, შემდეგ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც კოვიდი დაემართა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა“

228
tamunatandashvili

თამუნა თანდაშვილი გადაცემა „ექიმების“ სტუმარია და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ჰყვება, მათ შორის, მაყურებელს უმხელს, რა დაავადებები გადაიტანა, სანამ კორონავირუსით დაინფიცირდებოდა.

თამუნა თანდაშვილი:

„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება თავგადასავლების გარეშეა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დაწყებული, ცხოვრების სტილით დამთავრებული. ბოლო 11 წელია, საავიაციო სფეროში ვმოღვაწეობ, ეს ის სფეროა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო.

პროფესიის გარდა, ბევრჯერ მომიწია ცხოვრებაში სიკვდილის შიშთან ბრძოლამ. გადავიტანე რამდენიმე ძალიან მძიმე ვირუსი, მენინგიტი, შემდეგ ღორის გრიპი, შემდეგ ერთ-ერთი პირველი ვიყავი ალბათ, ვისაც კოვიდი დაემართა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ვაქცინების შერჩევისას დიდი დრო დავკარგე, რადგან ვაქცინას ვარჩევდი, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე წელია, მაქვს ქრონიკული დაავადება – დიაბეტი.

უცბად მომივიდა პასუხი, რომ მაქვს კოვიდი, მეორეჯერ. იწყება ომი, რომელიც არ იცი, როგორ დასრულდება…“

შეგახსენებთ, რომ თამუნა თანდაშვილი მეორედ კოვიდით ინფიცირების შემდეგ რეანიმაციაში 21 დღის განმავლობაში მკურნალობდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და ბოლოს, ვირუსის დამარცხება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები