LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც არ უნდა კარგი მეუღლე გყავდეს, მაინც, ოჯახს თავისი დრო უნდა.. მე მქონდა მომთაბარე ბოშა ქალის ცხოვრება“ – თამარ ივერი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

229
Untitled design (66)

„პირადი ცხოვრება ძალიან დიდ გავლენას ახდენს კარიერაზე,“ – ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი პირად ცხოვრებაზე, გადაცემა „შუადღეში“ საუბრობს.

მისი თქმით, ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის კეთება და მისი ცხოვრება მთლიანად ოჯახურ კომფორტში არ უნდა გადავიდეს.

„ჩემს კარიერაში ვიყავი 100% -ით ჩართული, მაგრამ როცა ქალი ოჯახს ქმნის და შვილები ჰყავს ის უკვე მისი საქმის 50% -ია.

რაც არ უნდა კარგი მეუღლე გყავდეს, მაინც, ოჯახს თავისი დრო უნდა..

მე მქონდა მომთაბარე ბოშა ქალის ცხოვრება: დილით პარიზში ვჭამდი საუზმეს, მერე გადავფრინდებოდი მილანში ვმღეროდი, საღამოს ვენაში და ასეთი ცხოვრება მქონდა,“ – ამბობს თამარ ივერი.

ასევე იხილეთ:

„საქართველოში დაბრუნების მიზეზი დედაჩემი იყო.. ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომიძღვნა, იმსახურებდა ცხოვრების ბოლო წლებში მის გვერდით ვყოფილიყავი..“ – თამარ ივერი

„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ – თამარ ივერი

„მზითვი მე თვითონ ვარ.. დედა სულ მარია კალასს მადარებდა… მარია ამას არ ჩაიცვამდა, მარია ამას არ გაიკეთებდა..“ – თამარ ივერი სტერეოტიპების შესახებ საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები