LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც დრო გადის, მეტად რთული და პოლიტიკურად უხერხული ხდება ხალხისთვის პუტინის შეჭრის აქტიურად ან პასიურად გამართლება: ბორის ჯონსონი

186
ბორის ჯონსონი

„რაც დრო გადის, მეტად რთული და პოლიტიკურად უხერხული ხდება ხალხისთვის პუტინის შეჭრის აქტიურად ან პასიურად გამართლება“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მან ჩინეთს რუსეთის შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.

ყოველთვის ვიცავთ მშვიდობას და ვეწინააღმდეგებით ომს – ჩინეთის პოზიცია ისტორიის სწორ მხარესაა: ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Sunday Times newspaper-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერა მეორე მსოფლიო ომში არასწორი მხარის არჩევას ჰგავს. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის.

„რაც დრო გადის და რაც უფრო იზრდება რუსეთის სისასტიკე,ვფიქრობ, მეტად რთული და პოლიტიკურად უხერხული ხდება ხალხისთვის პუტინის შეჭრის აქტიურად ან პასიურად გამართლება“, – აღნიშნა ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g