LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რაც გუშინ მოხდა, უდაოდ ტერაქტი იყო” – სტრასბურგის მერი

9e2064556131496da8ff19b32ddb6a18_18

სტრასბურგის მერმა, როლანდ რისმა საშობაო ბაზრობაზე სროლას ტერორისტული აქტი უწოდა. ამის შესახებ მერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის, რაც გუშინ მოხდა, უდაოდ ტერაქტი იყო, ტერორისტული თავდასხმის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს შიშის დათესვას,“ – განაცხადა რონალდ რისმა.

სტრასბურგის მერმა ასევე აღნიშნა, რომ რომ დამნაშავის მოტივი ბოლომდე დადგენილი არ არის.

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. დაშავებულიდან უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა.

დამნაშავის დაკავებას 350 სამართალდამცველი ცდილობს. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ, სწორედ სტრასბურგში დაიბადა. ის პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. ის სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს კი, სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, დაიკეტა.

mazda magti 5g