LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მეტ დროს ატარებთ მშობლებთან, ისინი უფრო დიდხანს ცხოვრობენ

124

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. გაირკვა, რომ მარტოობა უდიდეს როლს ასრულებს დაბერების პროცესში. კვლევაში მონაწილეობა 1600-მა მსურველმა მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 71 წელი იყო. სოციალური სტატუსისა და პირობების მიუხედავად, სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო იმ ადამიანებში, ვინც სიბერეს მარტოობაში ატარებდა. აღმოჩნდა, რომ განმარტოება ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ რაც მეტად მატულობს ასაკი, მით მეტად საჭირო ხდება საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა.

კვლევაში საუბარია იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მოხუცებთან ურთიერთობა: „რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, ის უფრო კარგი და გამოცდილი მოსაუბრეა და მან უამრავი სასარგებლო რჩევა შეიძლება მოგცეთ. მათ ცხოვრებაში ბევრი რამ გამოიარეს. მათ ზუსტად იციან, სად უნდა გაჩერდეთ და სად იბრძლოთ ბოლომდე“, – ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი როზმარი ბლიზერი.

ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საუკეთესო მეგობრები ბებიები და ბაბუები არიან. ისინი ყოველთვის ბედნიერები არიან შვილიშვილების წარმატებით და ნებისმიერ სიტუაციაში მზად არიან დახმარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g