LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხანდაზმულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

93
moxuc

ხანდაზმულების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის დავალება, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის, მუნიციპალიტეტებს და გამგეობებს აქვთ მიღებული. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„რაც შეეხება ხანდაზმულებს, ეს ჩვენი შეკრებების ყოველდღიური მსჯელობის საკითხია, მუნიციპალიტეტებს, გამგეობებს და სამხარეო რწმუნებულებს აქვთ ეს დავალება მიღებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩართულია, მაგრამ უფრო კოვიდსასტუმროების ნაწილში. დავაკონტრაქტეთ სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც ადამიანების საავადმყოფოდან კოვიდსასტუმროში და უკან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ეს საკითხი არ გაპრობლემდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები