LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მისწავლია და მიშრომია… ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა – შალვა ამირანაშვილის მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

291
irma managaZe

„შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ირმა მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელთანაც 5 წუთიანი ზოგადი გასაუბრება ჰქონდა, დაადგინა რომ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობას არ იმსახურებს.

ხელოვნების მუზეუმში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – გათავისუფლებული თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ

„რაც მისწავლია და მიშრომია… ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა! კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელთანაც 5 წუთიანი ზოგადი გასაუბრება მქონდა, დაადგინა რომ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობას არ ვიმსახურებ! იმდენი უფროსი, დირექტორი, მინისტრი და მინისტრების მინისტრი გამომიცვლია, იმდენ პეტიციაზე მომიწერია ხელი რო ვერც მოვთვლი. არასდროს ჩემს პირად დამოკიდებულებას და ზოგად შეხედულებებს ჩემთვის ხელი არ შეუშლია პატიოსნად მეშრომა. არასდროს არცერთი დირექტორის „გუნდში“ არ ვყოფილვარ. მომხსნეს ძალიან ცუდი და ძნელი ყოფილა. წარმატებები ჩემს მუზეუმში დარჩენილ მეგობრებს“, – წერს ირმა მანაგაძე.

magti 5g