LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც უფრო დიდია ასაკობრივი ზღვარი, მით უფრო მეტია სიყვარულის ხარისხი“ – გიორგი გასვიანი

2075
page

„გუგლში რომ მოძებნონ ადამიანებმა 16 წლიანი სხვაობა, პირდაპირ სათაურადაა გამოტანილი – სიყვარულის აპოთეოზი. რაც უფრო დიდია ასაკობრივი ზღვარი, მით უფრო მეტია სიყვარულის ხარისხი“, – ახლადდაქორწინებული წყვილი, გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები იყვნენ. წყვილმა თავიანთი სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

ასაკზე მინდა გკითხოთ, ძალიან დიდი განსხვავებაა – 16 წელი…

გიორგი: მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო დიდია ასაკობრივი ზღვარი, მით უფრო მეტია სიყვარულის ხარისხი. უფრო საინტერესოა… ჩვენს შემთხვევაში ასაკზე არ ყოფილა ბევრი საუბარი, პირიქით ძალიან ბევრმა წყვილმა მოგვწერა, რომლებიც 16 წლიანი სხვაობით არიან, გვეუბნებოდნენ, რომ უკვე მრავალი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ. გუგლში რომ მოძებნონ ადამიანებმა 16 წლიანი სხვაობა, პირდაპირ სათაურადაა გამოტანილი – „სიყვარულის აპოთეოზი“. მე და მარიტას საერთო ინტერესები გვაქვს, მას თეატრი და პოეზია უყვარს სწორედ ეს სფეროები გვაერთიანებს. ამ დროს ასაკობრივი ზღვარი იშლება.

 

სრული გადაცემა იხილეთ აქ ??

„რომელიმეს ,,მიყვარხარ” რომ გვეთქვა ერთმანეთისთვის, ალბათ ძალიან ბანალური იქნებოდა“ – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები