LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხალხი ბრძენია და არასდროს წამოეგება მათ ანკესზე – მამუკა მდინარაძე

mdinaradzee

„რაც უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორი დახვეწილი ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოს, ხალხი ბრძენია და ქართული საზოგადოება არასდროს წამოეგება მათ ანკესზე,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამ განცხადებით მდინარაძე საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიებში მყოფი 600 ათასზე მეტი ადამიანის ვალების განულების საკითხს გამოეხმაურა. მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ინიციატივით საუბარია 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ვალზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებისგან და გაანულებს. მდინარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ გაიხარჯება.

„ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯით, ჩვენს ხალხს, ვისაც ვალები წლების განმავლობაში ბორკილებად ედო, საშუალება ექნებათ სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში. მიუხედავად ასეთი მასშტაბური და უპრეცედენტო ინიციატივისა, მით უმეტეს, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება ამისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერადაც სამარცხვინოდ იქცევა და ადამიანებს სოციალური მდგომარეობის მიხედვით ანსხვავებს ერთმანეთისაგან.

„ორი დღის განმავლობაში, ვხედავთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერებსა თუ სოციალური ქსელში მათი ლიდერები და მხარდამჭერები აგდებით მოიხსენიებენ ადამიანებს, ვისაც წლების განმავლობაში ვალები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა! მათზე ზრუნვას დანაშულად და მოსყიდვად ასაღებენ!

„მათგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ადამიანი, ზრუნავს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, თუ რის გამო დაუგროვდათ ვალი ამ ადამიანებს და რის გამო ჩავარდნენ გაჭირვებაში.

„სოციალური სოლიდარობის აქტის შემდეგ, პანიკაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ რეალობის მოდელირებასა და ფაქტების ტოტალურ გაყალბებაზეა გადასული, რასაც ცხადჰყოფს კიდეც მათი რეაქციები ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, მთელი ორი დღის განმავლობაში ჩვენ ამას ვხედავთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g