კანადელი მსახიობი, დონალდ საზერლენდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მსახიობი ხანგრძლივად ავადმყოფობდა. ბოლო წლებში ის მაიამიში ცხოვრობდა. მსახიობის გარდაცვალების ამბავი მისმა ვაჟმა კიფერმა გაავრცელა.
„დამძიმებული გულით უნდა გითხრათ, რომ მამაჩემი, დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა. მე მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსახიობად მივიჩნევ. ის შესანიშნავად ასრულებდა ყველა როლს – კარგს, ცუდსა თუ ბოროტს… მან კარგი ცხოვრებით იცხოვრა…”.
ცნობისთვის, 2018 წელს საზერლენდმა კინემატოგრაფში დამსახურებისთვის „საპატიო ოსკარი“ მიიღო. მაყურებელმა მსახიობი 1967 წელს გამოსული ფილმით, Dirty Dozen გაიცნო.
„რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, სწორედ ის გვანადგურებს“… ყველაზე მეტად ამ სამყაროში ჩემი მეუღლე მომწონს“ – აცხადებდა ლეგენდარული მსახიობი.
„შიმშილის თამაშების“ სიქუელი – „მომღერალი ჩიტებისა და გველების ბალადა“ უკვე მზადების პროცესშია