LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ახლადშექმნილ ოჯახებს ფინანსურად ისევ ეხმარებიან

117
-104053281-gettyimages-860488342-1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გრძელდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე პროგრამა სოციალურად დაუცველ ახალდაქორწინებულ წყვილთა 1000 ლარის ოდენობით ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამით სარგებლობისთვის ორივე მეუღლე რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურში და ქორწინება შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.

აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g