LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში რთველი დაიწყო

163
12

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი  1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით,  მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

ადგილწარმოშობის ღვინისთვის „ხვანჭკარისთვის“ საჭირრო ყურძნის ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელ ყურძენს მონიტორინგს უწევენ. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა ყურძენი სხვა მუნიციპალიტეტებიდან არ შემოვიდეს და ის მუჯურეთულსა და ალექსანდროულს არ შეერიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g