LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭული ნაძვი ევროპას იპყრობს

1276

ყოველ წელს ევროპაში 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და ამ ნაძვების 90% არის იმ თესლიდან, რომელიც რაჭიდან ჩამოიტანეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემა ”საქმიან დილაში” კომპანია შპს Fair Trade-ის ადგილობრივმა მენეჯერი, ჟანა ბაბუნაშვილი განაცხადა, რომელიც დანიაში საქმიანობს.

როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, დანია არის ქვეყანა, რომელიც საშობაოდ ნაძვით თითქმის მთელს ევროპას ამარაგებს. ”45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ყოველ წელიწადს ევროპაში და 90% არის იმ თესლიდან, რომელიც სწორედ რაჭიდან წამოვიდა. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი კომპანია ამ საქმიანობას ეწევა, თუმცა ყველაფერი უფრო ახლოს რომ გადმოვიტანოთ, 2009 წელს სახელმწიფოს მიერ ლინცეზიები გაიცა რაჭის ტყეების კვარტლებზე. სულ არის 22 ლიცენზიანტი და აქედან ერთ-ერთი ჩვენ ვართ. ეს კომპანიები რაჭიდან ევროპის ქვეყნებში ექსპორტს ახორციელებენ. ხეები დანიაში იზრდება, თუმცა თესლი რაჭიდან ჩამოგვაქვს”,-განაცხადა შპს Fair Trade-ის ადგილობრივმა მენეჯერმა.

ჟანა ბაბუნაშვილის ინფორმაციით, დანიიდან რაჭული ნაძვი ექსპორტზე ჰოლანდიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში გადის.

მისივე თქმით, გერმანია რაჭული ნაძვის ძირითადი ბაზარია. რაც შეეხება ფასს, ფასი დგინდება სიმაღლის მიხედვით და სხვადასხვა ქვეყანაში ფასიც განსხვავებულია.

”გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში ორ მეტრამდე სიგრძის ჩვენი ნაძვი შეიძლება 70 ევროდ გაიყიდოს”, – დასძინა Fair Trade-ის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები