LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭული სოჭი დაიბრენდება

154
f7b9be29873ad525695063e6e748eae3-XL

რაჭული სოჭი დაიბრენდება – მთავრობა საკითხზე უკვე მუშაობს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, უწყება „თლუღის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვაზე კონსულტაციას აწარმოებს.

“რაჭული სოჭი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგრარული საექსპორტო რესურსი, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ღვინო. ეს არის ქართული ბრენდი, რომლის სახელის დაცვაზე შიდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. გვინდა, რომ მოხდეს თლუღის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა“, – აღნიშნა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსმა.

ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი საშობაოდ სწორედ საქართველოდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღიდან წაღებული გირჩის თესლიდან გამოყვანილ საშობაო ნაძის ხეს მოიხმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები