LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რადგან საშვი არ გვაღირსა მთავრობამ, ნინო ქათამაძე მივიდა იაშვილის კლინიკაში… სატურაციის აპარატი ვაფრინეთ ბარბარესთან, რომელმაც ქიმიის კურსი დაასრულა…”

688
qatamadze2012

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი წერს, რომ პატარა ბარბარეს, რომელიც იაშვილის კლინიკაში ქიმიის მორიგ კურსს გადის, სატურაციის აპარატი დასჭირდა, რომელიც მას ნინო ქათამაძის მეშვეობით გაუგზავნეს. სწორედ მომღერალმა გამოთქვა სურვილი, რომ თავად მიეტანა პატარა გოგონასთვის კლინიკაში საჭირო აპარატი.

“წუხელ, სატურაციის აპარატები ვაფრინეთ ბარბარესთან, რომელმაც ქიმიის მორიგი კურსი ყოჩაღად ჩაამთავრა ❤?

რადგან ჩვენ საშვი არ გვაღირსა მთავრობამ, Nino Katamadze მივიდა იაშვილის კლინიკაში და ფანჯარაზე შემოსკუპებულმა ბარბარემ მას გამოატანა მთელი სამყაროსთვის საკმარისი სიყვარული ❤

ჩემო კარგო ქვეყანავ…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g