LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადგან წონა ასეთ პრობლემად გვექცა, გადავწყვიტეთ, რომ მოვიშოროთ ელექტრო ეტლი.. “ – დათი ქოქროშვილის დედა მოქალაქეებს კითხვით მიმართავს

6165
BeFunky-collage (2)

შარტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვილ­ი მოქალაქეებს კითხვით მიმართავს.

„რადგან წონა ასეთ პრობლემად გვექცა, გადავწყვიტეთ, რომ მოვიშოროთ ელექტრო ეტლი.. მივიღებთ ყველანაირ რეკომენდაციას მექანიკურ ეტლთან დაკავშირებით. ვისაც გაქვთ შეხება, რომელს გვირჩევთ? რა მინუსები აქვს?

მთავარი მოთხოვნაა, მსუბუქი იყოს“, – წერს დათი ქოქროშვილის დედა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დათი რეაბილიტაციის კურსს გადის.

ვიდეო: „ხანდახან ისეთ რაღაცებს აკეთებს, ბევრი ამას ვერ შეძლებდა, ძლიერი ადამიანია“ – როგორია დათი ქოქრაშვილის ამერიკული ცხოვრება

ოჯახის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ბოლო პოსტში ნათქვამი იყო, რომ და­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ამ ყვე­ლა­ფერს არ­თუ­ლებს ის ფაქ­ტი, რომ ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი ნე­ბის­მი­ერ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

„დიდი ხანია თქვენთან სიახლეებით არ გამოვჩენილვართ.. ფაქტობრივად ვეღარ მოძრაობს, ჭრილობა გაუარესებულია და ტკივილები მომატებული“ – რას წერს ოჯახი დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g