LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიკალურად შეცვლილი“ – მეგან ფოქსი საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს აგრძელებს

151
page

მეგან ფოქსი საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს აგრძელებს. მას შემდეგ, რაც მან არაერთი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, ახლა ვარცხნილობას იცვლის ყოველ კვირას. ამჯერად მან თმა მოკლედ შეიჭრა და ფერფლისფრად შეიღება.

37 წლის მსახიობი ხშირად ანებივრებს ინსტაგრამ გამომწერებს ახალი ფოტოებით, საზოგადოება კი არ წვეტს აღშფოთებას ვარსკვლავის მუდმივად ცვალებადი გარეგნობითა და იმიჯით.

„რადიკალურად შეცვლილი“, „საბოლოოდ დაკარგა საკუთარი სახე“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, აღნიშნულ თემაზე მსახიობმა ახლახან თავად ისაუბრა და ნათელი მოჰფინა ამ საკითხს. ის აცხადებს, რომ მკერდის გადიდებისთვის 30 000 დოლარი გადაიხადა, 20 წლის ასაკში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, იმას კი კატეგორიულად უარყოფს, რომ მას 30-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

„ისეთი დიდი მკერდი მაქვს, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ახლა კი უზარმაზარი საჯდომი მსურს“, – აცხადებს ფოქსი.

ფოტო/ვიდეო: მას შემდეგ, რაც მეგან ფოქსის უკანასკნელმა გამოჩენამ ფანები შოკში ჩააგდო, ის პლასტიკურ ოპერაციებზე ალაპარაკა – რა აქვს გაკეთებული და კიდევ რის გაკეთებას გეგმავს 37 წლის მსახიობი

მეგან ფოქსმა კოლსონ ბეიკერს ღალატი აპატია და შეურიგდა – წყვილის უახლესი გამოჩენა და მეგანის ახალი იმიჯი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები