LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა – მედია

141

რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. დაჯგუფების პრესსპიკერის თქმით, რაკეტების სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები გახდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო.

„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის მხოლოდ თავდასხმის დასაწყისი ისრაელის წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები