LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო “ეხო მასკვის” სიხშირეზე მაუწყებლობას “სპუტნიკი” დაიწყებს

102
1

9 მარტიდან რადიო “ეხო მასკვის” სიხშირეზე მაუწყებლობას რადიო “სპუტნიკი” დაიწყებს.

32-წლიანი მაუწყებლობის შემდეგ, “ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ მოსკოვში რადიოს დახურვა გადაწყვიტა

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია RT Teleram-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სპუტნიკი” ეკუთვნის Russia Today-ს, რომლის მთავარი რედაქტორიც მარგარიტა სიმონიანია. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს.

“რადიო “სპუტნიკი” იყო აბსოლუტური ლიდერი რუსეთის ყველა რადიოსადგურს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში და მოსკოვში FM სიხშირეზე წვდომის თვალსაზრისით. ეს ლოგიკური ნაბიჯია”, – აღნიშნავს სიმონიანი.

შეგახსენებთ, “ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ რადიოსა და ვებსაიტის დახურვის გადაწყვეტილება 3 მარტს მიიღო. მანამდე რუსეთში რადიოს მაუწყებლობა გაუთიშეს და ვებსაიტი დაუბლოკეს.

ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გასულ კვირაში მოითხოვა, რომ შეეზღუდათ წვდომა “ეხო მასკვისა” და “დოჟდის” ონლაინ საინფორმაციო არხზე კონფლიქტების გაშუქების გამო – უწყებაში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზი უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის” შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g