LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” და „საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის” ერთობლივი აქცია

54

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” და „საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის” ორგანიზებით კასპის რაიონში ერთობლივი აქცია იმართება. სოფელ კავთისხევის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური ექიმები უწევენ.

photo0n როგორც რადიო “ფორტუნასთან” ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ჟვანიამ განაცხადა, მოსახლეობას თერაპევტის, პედიატრის, ოფთალმოლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის და კარდიოლოგის უფასო კონსულტაციების და დანიშნულების მიღება შეეძლება.

,,მოსახლეობის აქტივობა ამ დროისთვის უკვე არის და ჩვენ შევუდექით მუშაობას. მადლობა მინდა გადავუხადო რადიოჰოლდინგ “ფორტუნას”, რომ მოგვცა საშუალება ასეთი კეთილი ნების აქცია განვახორციელოთ” – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

მისივე თქმით ასეთი სახის აქცია ასოციაციისთვის არ არის პირველი და მისი განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და სოფლებში მომავალშიც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g