LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რადიო „არ დაიდარდოს“ და “ავტორადიოს” წამყვანები გიორგი არჩვაძე და თაკო ოქროპირიძე გადაცემა “პოსტ ალიონს” სტუმრობდნენ

222
Capture

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. 1946 წლის 13 თებერვალს  გაეროს რადიო პირველად ეთერში გავიდა და ზუსტად ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

სწორედ ამ დღეს მიუძღვნა სატელევიზიო დილის ეთერი POSTV-მ გადაცემაში „პოსტ ალიონი“, რომელსაც რადიო „არ დაიდარდოს“ და “ავტორადიოს” წამყვანები გიორგი არჩვაძე და თაკო ოქროპირიძე სტუმრობდნენ.

„სადაც დავდივართ რადიო ყველგან დაგვყვება, მობილურია და დღევანდელობაში ძალიან ადაპტირებული. დიდ ყურადღებას არ ითხოვს და მეგობარივით სულ შენთან არის“, – აღნიშნა გიორგი არჩვაძემ.

თაკო ოქროპირიძემ გაიხსენა მისი პირველი ნაბიჯები რადიოჰოლდინგ “ფორტუნაში”.

„სულ ვიყავი რადიო “ფორტუნას” მსმენელი, ძალიან მინდოდა მეც მემუშავა რადიოში და რათქმაუნდა ჩემი არჩევანი იყო რადიოჰოლდინგი “ფორტუნა“, – თქვა თაკო ოქროპირიძემ.

ინტერვიუს შემდეგ წამყვანებმა კოლეგებს რადიოს დღე სიმღერით მიულოცეს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები