LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიუსი“ – თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო იხსნება

429
Vintage old hotel bell on the table

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, თბილისის ცენტრში,  თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნება.

ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კოფორტულ გარემოს სთავაზობს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს იქნება პირველი სასტუმრო, რომელიც სავაჭრო ცენტრში იქნება ინტეგრირებული და სოციალურად აქტიურ სტუმრებს ხელს შეუწყობს დაგეგმონ და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქალაქის ცენტრში გაჩენილიყო ადგილი, სადაც ადამიანი შეძლებდა სასიამოვნო გარემოში ძალების სრულფასოვან აღდგენას. მომხმარებელს ვპირდებით დედაქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობის საინტერესო დასაწყისს და სრულ კომფორტს, “ – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დორექტორი ელენე შარიქაძე.

შეგახსენებთ, სასტუმრო „რადიუსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 2019 წლის მაისის თვის  მდგომარეობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g