LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა – რას აცხადებს სააკაშვილის მკურნალი ექიმი

347
ნიინო გოგორიშვილი

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია“, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, „რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა“.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მკურნალობა, რომელიც იმ პერიოდში უტარდებოდა სააკაშვილს, თანხმდებოდა სახელმწიფო კონსილიუმთან, ამასთანავე მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეულ დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი და წევრები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კომისია.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაც, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაც და სტაციონარიდან მისი გაწერაც წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, რომ არის ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა”, – აღნიშნა ნინო გოგორიშვილმა.

დაავადებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, შიმშილობისგან არ არის გამოწვეული, ეს არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია – ამერიკელმა გასტროენტეროლოგი

სტიაურტ ფინკელი: მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ის სია, რაც ამ დროისთვის არსებობს, გუშინ, 12 იანვარს, სააკაშვილმაც ნახა. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.

ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ ფლანგს არ ადარდებს პატიმარი სააკაშვილი, მოასვენონ, რატომ აწვალებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები