თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე უცხოელი ექსპერტები, ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი და ექიმი სტიუარტ ფინკელი დაკითხეს.
ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: ამ დილით 73 კილო იყო
როგორც დღეს გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა აღნიშნა, ის დაავადებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, არ არის გამოწვეული შიმშილობისგან და ეს გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ:
როგორც მან აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც სააკაშვილს მედიკამენტებს არასწორი დანიშნულებით აძლევდნენ. ფინკელმა ასევე ის დიაგნოზები განმარტა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაუსვა:
„წინა დიაგნოზები, რომელიც ვნახე, იყო დამყარებული 2022 წლის მარტში და ივნისში ჩატარებული კვლევების შედეგებზე.
ანორექსიას და გულის რევას რაც შეეხება, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რომელიც ბაზირდება სიმპტომებზე. დოკუმენტში საუბარია მძიმე და განუკურნებელ დაავადებებზე, რომელიც სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველია.
ამ დოკუმენტის მე-10 პუნქტში ჩამოთვლილია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. აბსორბციული ფუნქციის წყვეტა კახექსიის ფაზაში.
ჩემი აზრის, სააკაშვილის დაავადებები, კოდით კა-90, კახექსია და აბსორბცია უნდა გახდეს სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველი..
გასტროინტესტინალური თვალსაზრისით, ერთ-ერთი დიაგნოზი რეფლუქს ეზოფაგიტია. ჩემს ქვეყანაში მას ჰქვია ჰიატუსის თიაქარი, შემდეგი დიაგნოზია ეროზიული გასტრიტი, დიაგნოზია ზედაპირული დუოდენიტი, შემდეგი დიაგნოზია პოსტსლივ გასტრექტომია, შემდეგი დიაგნოზია გასტროეზოფაგური რეფლუქსი, შემდეგი დიაგნოზია დუოდენალურ-გასტრალური რეფლუქსი, შემდეგი დიაგნოზია დისტალური ეზოფაგიტი, ასევე – ქრონიკული ეროზიული გასტრიტი, კუჭის ანტრალური პოლიპი, ინტესტინალური, ანუ წვრილი ნაწლავების მეტაპლაზია, წვრილ ნაწლავებში მალაპსოპცია და ეს არის ის, რაც მე დავსვი, კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გასტროენტეროლოგმა.