LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც უბედურება რომ შეგემთხვევა, ამასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე, ჩვენ კი ამ მხარის დანახვა გვიჭირს“ – თამარ გაგოშიძე

307
unnamed

„აზროვნების აკადემია“ ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ლექციიდან ამონარიდს გვიზიარებს. როგორ დავაფასოთ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები და როგო ვაქციოთ ის ბედნირებად:

„ბედნიერება ჩვენშია, მე ასე მგონია და არამარტო მე მგონია ასე. დააკვირდით, როგორ არის ადამიანი მოწყობილი – ჩვენ გვაქვს საბაზისო მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ჩვენთვის. მომხმარებლურ საზოგადოებაში ძირითადი ფოკუსი ამაზეა. მაგრამ ადამიანი გარდა ამისა არის სოციალური არსება. მასლოუს პირამიდა არ არის ტყუილი პირამიდა; ამ მოთხოვნილებების გარდა ჩვენ გვაქვს აღიარების და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. მიკუთვნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვჭირდება – აღიარება, როგორც ინდივიდის – ეს თუ არ დაიკმაყოფილე, ამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. ეს კი არ არის მხოლოდ ინდივიდის საქმე, ეს საზოგადოების საქმეა. საზოგადოებას თითოეული ჩვენგანი ვქმნით. რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული ხელოვნურ ბედნიერებაზე? სინამდვილეში, წამალი და ნარკოტიკი ხომ ტვინში ოპიატის აქტივაციას იწვევს. არადა ადამიანს აქვს უნარი, თავისივე ცხოვრებით, ხელოვნური ჩარევის გარეშე გამოიწვიოს საკუთარ თავში ბედნიერება.

„ბედნიერების განცდა იწყება ბავშვობიდან. ბედნიერ ბავშვს ვერ გაზრდი, როცა ბავშვობიდანვე მხოლოდ საბაზისო მოთხოვნილებებზეა საუბარი და არა აღიარების, სოციალური მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.“

ჩვენ თავიდანვე არ ვაჩვევთ ბავშვებს, რომ სიამოვნების მიღება ცხოვრებიდან – არ ნიშნავს ყველა თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. დაბრკოლების გადალახვა არ არის ბედნიერება? რაღაც უბედურება რომ შეგემთხვევა, ცუდი რამეა, მაგრამ მასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე; ჩვენ კი ამ მხარის დანახვა გვიჭირს. ჩვენ არ გვაქვს მადლიერების გრძნობა – მეზობელმა რომ თუნდაც პატარა რაღაც გაგვიკეთა – არ გვახსოვს, მეგობარმა რომ გაგვიკეთა – არ გვახსოვს; ცოცხალი რომ ხარ და მზე რომ ამოვიდა, ამით კმაყოფილი რომ უნდა იყო, რატომ არ გახსოვს? მატერია დეპრესიას იწვევს. როცა არ გაქვს, კიდევ და კიდევ გინდა უსასრულოდ და, როცა არ გაქვს, მის გარეშე სტატუსსაც კარგავ. თუ ჯიპზე არ დაჯექი, სტატუსი აღარ გაგაჩნია, შენ რომ მიკუთვნებულობა გქონდეს საზოგადოებასთან – როგორც ინდივიდს, ჯიპის გარეშეც პატივსაცემი იქნებოდი. ბავშვი უნდა გაზარდო როგორც ინდივიდი, რომელსაც შეუძლია რაღაცაზე თქვას – „არა,“ რაღაცაზე თქვას – „კი,“ რაღაცაზე თქვას, რომ არ უნდა, რაღაცაზე – რომ უნდა. ბედნიერების ფორმულა ესაა. ამერიკაში ჩატარადა უზარმაზარი გამოკვლევა იმის შესახებ, თუ რა არის სიცოცხლის ხანგრძლივობის პრედიქტორი – აღმოჩნდა, რომ ესენია: სოციალური მხარდაჭერა და სოციალური ინტეგრაცია. ეს არის მთელი ფორმულა ჩვენი ბედნიერების. ბედნიერების მდგომარეობა გადამდებია. სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე ნათქვამი, არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მსოფლიოს პრობლემაა… ყველანი თუ საკუთარ თავს შევხედავთ, ვინმეზე გაღიზიანებისას საკუთარ თავს წარმოვიდგენთ მის ადგილას, აგრესიაც მარტივად გაქრება. მე მინდა, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ ბედნიერები, ხომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს თითქოს, მაგრამ ეს სიმძიმე ჩვენშია, ჩვენი შვილები რომ წამალზე დამოკიდებულები ხდებიან, ეს ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვიცოდეთ კარგად! ციხით ამას ვერ გამოვასწორებთ, ძალით ამას ვერ გამოვასწორებთ, ვერც ფულით და ვერც ცემით – ამას ვერ გამოვასწორებთ! ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, თუ ჩვენ, ყველა ერთად მოვინდომებთ და ყველანი საკუთარ ადგილას ჩვენ-ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და დავიცავთ ამ საქმეს, თუ გვეცოდინება, რომ ადამიანის სულზე ღირებული არაფერი არ არის მსოფლიოში და ჩვენ ეს სულები არ უნდა დავღუპოთ.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g