ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაშია გადაღებული. ფოტოების ავტორის თქმით, ამ სავარძლით ქალბატონი კლინიკაში მიიყვანეს და მასზე გაკეთებული წარწერა შეამჩნია.
ლევან თაქთაქიშვილი წერს:
„ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი და რენტგენზე ფეხი გადავიღე. რომ გამოვდიოდი, ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა…“
წარწერა კი შემდეგნაირია:
„რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი სამეანო განყოფილებას…“
შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკელი ცოლ-ქმარია, რომელიც შვილთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს… საზარელი მკვლელობისთვის ქართველი მწყემსი, მალხაზ კობაურია ბრალდებული.