LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგი ქალიშვილთან ერთად პაპარაცების სამიზნე გახდა

157

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი 2 წლის ქალიშვილს საზოგადოებაში არც ისე ხშირად აჩენენ. ამ დღეებში მამა-შვილი პაპარაცების სამიზნე გახდა – რაიანი და ესმერალდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მიდიოდნენ, ხოლო როდესაც მსახიობმა ცნობისმოყვარე ფოტოგრაფები დაინახა, ნაბიჯს აუჩქარა.

შეგახსენებთ, რომ კვირას რაიანს რთული დღე ელის წინ, მსახიობი „ოსკარისთვის“ იბრძოლებს ფილმით „ლა ლა ლენდი“. ცნობილია, რომ ისევე, როგორც „ოქროს გლობუსზე“, „ოსკარზეც“ მის გვერდით არ იქნება მეუღლე ევა მენდესი. ქალიშვილთან ერთად ის ცერემონიას თვალს სახლიდან მიადევნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g