ამ დღეებში, რაიან რეინოლდსმა ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტო ატვირთა. მორიგი სახალისო პოსტის მოლოდინში, აღმოჩნდა, რომ კანადელმა მსახიობმა თაყვანისმცემლებს მისი და კოლეგა მეუღლის, ბლეიკ ლაივლის ემოციური სურათი გაუზიარა, რომელზეც ისინი ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებიან.
გაირკვა, რომ ვარსკვლავური წყვილი ამჟამად ხორვატიაში იმყოფება, სადაც რეინოლდსი ერთ-ერთი ალკოჰოლური სასმელის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ რაიან რეინოლდსმა და ბლეიკ ლაივლიმ 2012 წელს, 11 თვიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს. მათი ოჯახი ჰოლივუდში სამაგალითოდ ითვლება.