LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გამოიწვია საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემცირება

29
20200908113715

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მესამე კვარტალში 23,6%-ით შემცირდა (2019 წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით) და 302,6 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა.

“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა რამ გამოიწვია ინვესტიციების შემცირება ქვეყანაში.

როგორც სტატისტიკოსმა, სოსო არჩვაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ინვესტიციების შემცირების რამდენიმე ფაქტორი არსებობს.

“ერთი ის, რომ გლობალური მასშტაბით, პანდემიის გამო ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია, გლობალური მოთხოვნა-მიწოდებაც კლებულობს და შესაბამისად, რესურსებიც მიწოდებაც ნაკლებია.

ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეტი აქცენტი გადაიტანა, ამერიკული კაპიტალის თვით შტატებში დაბრუნებაზე, ეს იყო ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგიც, ამან კი გამოიწვია გლობალური მასშტაბით ინვესტიციების კლება.

რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის მესამე კვარტალში ინვერსიტიციების მხირვ დაფიქსირდა პიკური მაჩვენებელი. მას რომ ვადარებთ, იმიტომ გამოჩნდა მნიშვნელოვანი, საგრძნობი კლება ინვესტიციების, თუ საშუალოდ წინა წლის კვარტალურ საშუალოს შევადარებთ, მაშინ კლება არც ისეთი დიდია, დაახლოებთ 7%-ის ფარგებშია, რაც საქართველოს საგარემო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია.

თუ გლობალური თვალსაზრისით შევხედავთ, ინვესტიციების კლება არც ისეთი მასშტაბურია, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის განახევრდა, ჩვენთან მეოთხედზეც არ შემცირებულა.”-აღნიშნა სტატისტიკოსმა.

სოსო არჩვაძემ ასევე განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, ერთადერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რასაც წინა კვარტალთან შედარებით კლება არ განუცდია.

არჩვაძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ინვესტიციები საქართველოში, ძირითადად, შემოდის ე.წ “თეთრი ბუღლტერიის” მქონე ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, ნიდერლანდები…

“ბიზნესკურიერი” ასევე დაინტერესდა, რა შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

“ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს ეკონომიკური რეფორმები, ეს მუდმივად განახლებადი პროცესია, გამოწვევებისადმი დროული, ადეკვატური რეაგირება, ასევე კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვა და უცხოური კაპიტალისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემა”-აღნიშნა სოსო არჩვაძე “ბიზნესკურიერთან” საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g