LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ დავლაძე: „აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, შემდეგი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა.. ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს!“

1534
Untitled design

რამაზ დავლაძე, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიას ემოციური სტატუსით ეხმიანება.

რამაზ დავლაძე: „გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები”

„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე! აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, ჩემი მეზობლები. შემდეგ ჩვენი გმირი მაშველები, შემდეგი კი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა!

ახლა კი დასასვენებლად მყოფი ჩვენი ძმები, დები და შვილები! ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს! ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მაშველებო, თქვენ ხართ გმირები, გვეამაყებით მთელს საქართველოს!“ – წერს რამაზ დავლაძე სოციალურ ქსელში.

 

არც კი ვიცი საიდან დავიწყო და სად გავჩერდე!აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო …

Posted by Рамаз Давладзе on პარასკევი, 04 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

დაღუპულებს შორის იყო რამაზ დავლაძის მეუღლე, ორი შვილი და ძმა.

“ალბათ, ბევრს გაინტერესებთ მას შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია…” – ბათუმის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა: რას წერს, რამაზ დავლაძე, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა

“ჩემზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს ადამიანის გამოკლება, მინდა მათი ტვირთი ცოტა მეც ვზიდო” – დაზარალებული, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების გასაცილებლად თბილისში ჩამოვიდა

არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი, შევეცდები, ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები – რამაზ დავლაძე

„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, ახლა კი…“: რამაზ დავლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები