LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ გიგაური: 23 აგვისტოდან სამყარო გვეუბნება: „დღესასწაული დასრულდა, დროა, საქმეს მივხედოთ!”

158
2026-06-21_19-10-35_507951

ასტროლოგი რამაზ გიგაური 23 აგვისტოს მოსალოდნელ ასტროლოგიურ მოვლენაზე წერს. მისი თქმით, ამ დღეს მზე ლომის ნიშანს დატოვებს და ქალწულში გადავა, რაც, ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს.

„თუ ლომის პერიოდი საკუთარი ძალების დემონსტრირების, სცენაზე დგომისა და ოვაციების მიღების დრო იყო, 23 აგვისტოდან სამყარო გვეუბნება: „დღესასწაული დასრულდა, დროა, საქმეს მივხედოთ!“ – წერს რამაზ გიგაური.

მისი განმარტებით, ქალწულის პერიოდში წინა პლანზე წესრიგი, შრომა, ანალიზი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყოველდღიური ვალდებულებები გადმოდის.

გიგაურის თქმით, მზე ლომის ბოლო გრადუსზე მთვარის დაღმავალ კვანძს უერთდება, რაც, მისი ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ეგოს, ზედმეტი სიამაყისა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილის დათმობაზე მიუთითებს.

„მზის ქალწულში გადასვლით კი იწყება ახალი ეტაპი, სადაც ადამიანი თავმდაბლობას სწავლობს და საკუთარ უნარებს უკვე არა თავის გამოსაჩენად, არამედ სხვების დახმარებისთვის და სამყაროს მოწესრიგებისთვის იყენებს“, – წერს ასტროლოგი.

მისივე შეფასებით, ქალწულის ენერგიის ძლიერი მხარეებია ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე, შრომისმოყვარეობა და სხვებზე ზრუნვა. თუმცა, ამ პერიოდს შესაძლოა ახლდეს პერფექციონიზმი, ზედმეტი კრიტიკულობა და წვრილმანებში ჩაძირვის საფრთხეც.

გიგაური მკითხველს ურჩევს, ამ პერიოდში ყურადღება ჯანმრთელობას, სამუშაოსა და საცხოვრებელი სივრცის მოწესრიგებასა და სამომავლო გეგმებზე გადაიტანონ.

„დიდი წარმატება ყოველთვის პატარა, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯებით იწყება“, — წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები