LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ საყვარელიძე: ამ ფონზე, სასამართლოში უჩივის მთავრობა პრეზიდენტს, ასეთი ქვეყანა ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს?

309
maxresdefault

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.

მათ შორის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

ამასთან, პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზღვარგარეთ ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.

„დაპირისპირება ძნელი სათქმელია, უფრო სამწუხარო ჩემთვის იმის დანახვაა, რომ ცხადი გახდა, ამ ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს ერთმანეთთან დიალოგი არ შეუძლია.

დიალოგის უუნარობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, მით უმეტეს ერთი ინსტიტუტი მკაფიოდ ზეპარტიულია, მეორე მხრივ, მთავრობა პარტიის სამსახურში არ უნდა იყოს.

ამ ფონზე, ამ სურათის მიღება, რაც მივიღეთ გულდასაწყვეტია.

როცა უყურებ უკრაინას, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა პოროშენკომ პირდაპირ განაცხადა, რომ დღეს უკრაინაში ხელისუფლება და ოპოზიცია ცალ-ცალკე აღარ არსებობს, ყველა ერთად ვდგავართო.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - რას ედავება მმართველი გუნდი ზურაბიშვილს და რა შანსები აქვს გამარჯვების

„მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ექნება, თუმცა იძულებული არიან პრეზიდენტს „კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ“.

მათ ერთმანეთთან დიალოგი არ შეუძლიათ. მათ გაიხსენეს საკმაოდ შორი წარსული, უკმაყოფილება თუ იყო დამსხდარიყვნენ და გაერკვიათ ურთიერთობები, გაერკვიათ პრეზიდენტის ინიციატივების პერსპექტივები.

ვფიქრობ, შეცდომების დიდი წილი მმართველმა გუნდმა დაუშვა, მიმზიდველად არ გამოიყურება ის, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის პრეზიდენტს.

ფაქტობრივად, ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი უჩივის მეორე მნიშვნელოვან სახელმწიფო მოხელეს…

ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის მატარებელი იქნება მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, შიდა დაპირისპირებები იმის ფონზე, რომ უკრაინაში ომია?

„გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მოქალაქეს უნდა შეშურდეს უკრაინის ერთიანობა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც მოსალოდნელია ჩრდილოეთის მხრიდან, თუ მივიდა და როგორც ჩანს მივა, სიტუაცია იმ სანქციების სრულად ამოქმედებამდე, რაც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა, დიდი შანსია, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად შეიცვალოს.

ამ ცვლილებას მოჰყვება რუსეთის ურთიერთობის შეცვლა რეგიონებთან.

რუსეთმა მის მიერ კონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ომი გამოუცხადა, რომ შეუმცირდებათ რუსეთიდან როტაცია 15%-მდე.

ამ ფონზე, ქვეყანა დაქსაქსულია, ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაგეგმვა არ შეუძლიათ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში.

არც ისაა გამორიცხული პუტინმა გაღატაკების პირობებში კიდევ ახალი საომარი კამპანია მოისურვოს და ჩვენც რისკის ქვეშ ვართ.
ამ ფონზე, სასამართლოში უჩივის მთავრობა პრეზიდენტს, ასეთი ქვეყანა ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს?

რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა:

“ითქვა, რომ იმპიჩმენტი არ იქნება. იმპიჩმენტი თუ არ არის მიზანი, მაშინ საერთოდ რატომ ვკიდებთ ხელს მაგ საქმეს?
თუ იმპიჩმენტია მიზანი, მაშინ კიდევ უარესი.

“იძულებული ვართ, პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები” – მდინარაძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტზე საუბარი არ იქნება

მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა უფრო მეტია, უფრო უნდა დაფიქრებულიყვნენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გუნდია და ინტელექტუალური ფილტრი უფრო გააჩნიათ, იქ ერთი ადამიანი დგას. მეორე მხრივ, თუ დაპირისპირება გამწვავდა და პრეზიდენტმა გვერდში დადგომის თხოვნით მიმართა მთლიან საზოგადოებას, დიდი შანსია, სალომე ზურაბიშვილს საზოგადოების დიდი ნაწილი ამ მთავრობის წინააღმდეგ გვერდში დაუდგეს,”-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g