LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლებას ხმებს დააკარგვინებს

74
ramazi

საგანგებო სესიის მოთხოვნის საკითხზე ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. “ლელოს” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

დააკარგვინებს თუ არა ხმებს ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების სკანდალი?

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ფარული ჩანაწერების გასაჯაროება დრამატულად არ უნდა აღიქმებოდეს.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა ქვეყანაში, მაგრამ ძალიან დრამატიზებაც ალბათ არაა საჭირო, გავიხსენოთ ვიკილიქსი, გერმანიის კანცლერის მოსმენის მასალები გამოაქვეყნა ვიკილიქსმა, მაგრამ არც მერკელმა შეიმჩნია ეს ფაქტი და არც მსოფლიო არ დაინგრა.

ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ საქართველოში რაღაც ძალიან ველური დონეა პოლიტიკის, სჩვევია უბრალოდ თანამედროვე პოლიტიკას რაღაც ანალოგიური მოვლენები.“-აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება იმას, დააკარგვინებს თუ არა ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების გავრცელება ხმებს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ხმებს დაკარგავს.

„რა თქმა უნდა დააკარგვინებს, რადგან ამ მოვლენისგან თავის არიდება ხელისუფლებას გაუჭირდება.

ან მისი ჩაწერილია და პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ან მისი გავრცელებულია და პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ან ვიღაცის ჩაწერილი და გავრცელებულია სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ და თუ ეს ვიღაცა უცნობია, ამაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ფორტუნას“ ეთერში რამაზ საყვარელიძე ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რის მიხედვითაც არჩევნებამდე 1 თვით ადრე შეუძლებელია საპარლამენტო სხდომის დანიშვნა.

„იგივე რეგლამენტით მოქმედებს ალბათ მელია, როდესაც თქვა, რომ პარლამენტისთვის არ გვცალიაო.

რატომ არ უნდა ხოლმე ოპოზიციას ისეთი გზა იპოვოს, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური და რატომ უნდა სულ ჭიდაობით, ძალადობით, ხელმოწერებით მიაღწიოს მიზანს?

არც პოლიტიკური დადგენილება უნდა მიიღოს პარლამენტმა ამ შემთხვევაში და არც რაიმე კანონი.

მოუსმინონ დაინტერესებულმა პოლიტიკოსებმა ნებისმიერ სხვა ადგილას, რა საჭიროა ამისთვის პარლამენტში სხდომის ჩატარება და კანონს გადახტომა?“-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები