რამდენ ხანში დავეწევით ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას? მე გეტყვით, პრობლემა არაა, 100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით, – ასე მიმართა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრი მოხსენებით გამოვიდა. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ეხება.
ბოკერიას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპით ჩვენს ქვეყანას 100 წელი დასჭირდება, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დაეწიოს.
„თქვენ შემოხვედით თუ არა, ბრძანეთ, რომ ეკონომიკური ზრდის გეგმა მოვიტანეო და პირველი რაც მაინტერესებს, სწრაფად რომ დაგვიზუსტოთ, თქვენი პოზიცია შეიცვალა, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის წინსვლისთვის იმიტომ, რომ თქვენ თავის დროზე ბრძანეთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორიო
იმ პირობებში, თუ ბულგარეთმა არ დააჩქარა ზრდა, რაც შეიძლება მოხდეს. თქვენ გაკმაყოფილებთ, რომ რეგიონში სხვებს უსწრებთ, მე მინდა მდიდარ ქვეყნებს წამოვეწიოთ. ამას, თქვენი ზრდით, 100 წელზე მეტი დასჭირდება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ, რაზეც გიორგი ქობულიამ უპასუხა, რომ ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყნის კეთილდღეობა გაიზარდოს.
